თარგმანი: ვინაჲთგან მაღალი სიტყუაჲ თქუა, ვითარმედ: "ჩუენ მიერ სრულ იქმნებიან აღთქუმანი", აწ კუალად ღმრთისავე აღიყვანებს ამასცა, ვითარმედ: დაღაცათუ ჩუენ გჳჴუმევს მსახურად საიდუმლოჲსა, არამედ თჳთ თავადი იგი არს აღმასრულებელ ყოვლისა, არა ხოლო აღთქუმათა თჳსთა უქცეველობისა, არამედ სიმტკიცისაცა ამის, რომელ მოგუცა ყოველთა, რაჲთა არა შევირყეოდით სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა.
20. რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.21. რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,22. და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1