მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:22

21. რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან,22. და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.23. ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
22. და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აღგუბეჭდნა ჩუენ და მოგუცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა (1,22).:

თარგმანი: აღმბეჭდველ ჩუენდა არს ღმერთი მამაჲ, ხოლო საბეჭდავ — სული წმიდაჲ, რომლითა აღგუბეჭდავს ძისა მიერ თჳსისა. ხოლო წინდი რაჲ თქუა, ყოფადთა საუკუნეთაჲ იგი დაუსრულებელი ცხორებაჲ დაგჳმტკიცა, რამეთუ ყოველი წინდი უეჭუელად მისაცემელისა რაჲსმე ქადებასა დაამტკიცებს, რომლისათჳსცა მოციქული ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მან მტერ-ქმნულნი ესოდენ შემიყუარნა, რომელ საცხებელი იგი და ბეჭედი სულისაჲ აქავე მოსცა გულთა შინა ჩუენთა, სიმტკიცისათჳს გულსავსებისა, ვითარმედ უეჭუელად არა ცუდად წარსწყმედს იგი წინდსა მას თჳსსა, ვითარ არა უფროჲს მეგობარ მისსა ქმნულნი უეჭუელად ღირს ყვნეს კეთილთა მათ საუკუნეთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის