მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:4

3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.4. რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.5. რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
4. რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა (1,4).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას ებისტოლესა შინა აღეთქუა კორინთელთადა მისლვაჲ მათდა, ამისთჳს აწ მადლობისაგან ღმრთისა აუწყებს მათ მიზეზსა დაყოვნებისასა, ვითარმედ ჭირთა შინა იყო და აწღა გამოიჴსნა. ხოლო არა იტყჳს სრულიად გამოჴსნასა, რამეთუ უწყის სარგებელი ჭირთა შემთხუევისაჲ, და მარადის განმზადებულ არს თავს-დებად მათდა, არამედ ამისთჳს ოდენ ჰმადლობს, ვითარ ყოველსავე თანა განმრავლებასა ჭირთასა განამრავლებს ნუგეშინის-ცემასაცა, რაჲთა ადვილად და შეუწუხებელად თავსდებითა ჭირთაჲთა მოვიგოთ გჳრგჳნი მოთმინებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის