თარგმანი: ესე კუალად თჳსაგან სხუაჲ ღუაწლი სამგზის კუერთხითა ცემისაჲ! ხოლო განტჳნვისასა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ერთგზის დამიქოლე". რამეთუ დაქოლვილი მრავალგზის განერების მქოლველთაგან, ხოლო განტჳნული მოკლული არს.
2 კორინთელთა მიმართ 11:26
25. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.26. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან,27. შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11