თარგმანი: ესე სიტყუაჲ უმეტეს მხილებისაჲ არს კორინთელთა მიმართ, ვითარ ხედვიდა მოციქული მათსა მას სიჩჩოებასა, და ამისთჳს დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა არარაჲსა მიღებითა მათგან, რომლისათჳს უფროჲს აღეშენებოდეს მაშინ; რამეთუ არარაჲ ესრეთ აღაშენებს ერისკაცთა, ვითარ არარაჲსა მიღებაჲ მათგან, ხოლო უკუანაჲსკნელ სიმდაბლესა მას მისსა, ვითარცა უნდოებასა რასმე, ესრეთ შეჰრაცხდეს, ბირებითა ცრუმოციქულთაჲთა, რომლისათჳს აწ ეტყჳს, ვითარმედ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავსა თჳსსა დავიმდაბლებდ და მოვაყმობდ, რაჲთა თქუენ უმეტეს აჰმაღლდეთ წარმართებასა შინა საღმრთოთა შჯულთა სარწმუნოებისასა?
6. და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.7. ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?8. სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11