...ლსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (). ამისთჳს აწ ფილიპელთა მიმართ უხარის დიდად, რამეთუ არა ყოველთა, არამედ მისა მიმართ ოდენ დაცადებულ იყვნეს ჟამერთ, ჩუეულებისაებრსა ქმნასა მოწყალებისასა; და იგიცა — არა უდებებითა, არამედ ვერ მარჯუეობითა ჟამისაჲთა. ამისთჳს, პოვეს რაჲ ჟამი, კუალად იწყეს ჩუეულებისაებრ ქმნად.
მოციქულისაჲ: არა თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს, — რომელთაცა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო (4,11).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არათუ ჩემისა ნაკლულევანებისათჳს მსუროდა ესრეთ ქმნაჲ თქუენგან, არამედ, რაჲთა არა თქუენ უნაყოფო იყვნეთ, ამისთჳს გეტყჳ სიტყუათა ამათ, რამეთუ მე მისწავიეს". რაჲ გისწავიეს, ჵ საღმრთოო და წმიდაო სულო? გარნა თუ კმა-ყოფაჲ მცირედისა რაჲსმე და საჭიროჲსაჲ, რაოდენსაცა იწროებასა შინა ვიყო. იხილე, ვითარ სწავლისა და ქმნისა მისისა ჩუეულებისაგან იქმნების კაცსა თანა მოღუაწებით კმა-ყოფაჲ საჭიროჲსა რაჲსმე და მცირისაჲ, და ა...