თარგმანი: ეჰა საკჳრველი! ვითარ სურვილითა ქადაგებისა წარმართებისაჲთა საზრდელისაცა ნაკლულევანებასა თავს-იდებდა, რომლისა მიერ უმეტესი წარმართებაჲ მიეცემოდა ღმრთისმქადაგებლობასა მისსა! რომლისათჳსცა სამსახე არს ბრალი კორინთელთაჲ: ვითარ ქადაგი მათი ნაკლულევან იყო საჭიროჲსა საზრდელისაგან და ვითარ არა ხოლო შორს მყოფსა არა წარუგზავნიდეს, ვითარ-იგი მაკედონელნი, არამედ არცაღა მუნ მყოფსა ზრდიდეს მას, რომელსა თჳთვე მოციქული აღუსუბუქებს, ვითარმედ: "მე თჳთ არა ვიჴუმიე, არა თუ თქუენ არა მომეცით, არამედ მე არა დაგიმძიმებდი". ხოლო ნაკლულევანებისა რაჲ აღვსებაჲ თქუა, ცხად ყო, ვითარმედ არარას ვისგან მიიღებდა ნამეტავსა, თჳნიერ კნინოდენსა რასმე და საჭიროჲსა ნაკლულევანებისა აღმავსებელსა. ხოლო სახელსა აღმავსებელთასა ამისთჳს დასდებს, რაჲთა კორინთელნი უმეტესად აღაბამვნეს ქმნად მოწყალებისა, რამეთუ ფილიპელთა მიერ მოძღუანებულ იყო მისდა, რაჲ-იგი მოართუეს ძმათა მაკედონელთა. ფილიპიაჲ უკუე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, ხოლო მაკედონიაჲ —სოფლები დასავალისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 11:9
8. სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.9. რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.10. არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11