თარგმანი: იხილე თანალმობაჲ მამობრივი; სხუანი ცოდვენ, და პავლეს ეშინის. ხოლო მისლვისათჳს თჳსისა იჭუეულ არს ჯერეთ და არა დაუმტკიცებს, არამედ წინა-განჰმზადებს მათ, რაჲთა არა თჳსითა უწესოებისა არა-განმართვითა აიძულონ მას შემთხუევად მათდა პატიჟსა უწესოებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 12:20
19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულის წყრომანი, ძჳრის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი.21. ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არა-წმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12