თარგმანი: არა ამისთჳს სტანჯავს, რაჲთა გამოცდილებაჲ მისცეს მისი, არამედ ამისთჳს, რამეთუ მოუქცეველად ჰგიან ცოდვისაგან, და ამას ზედა ჰგონებენ მოციქულისათჳს, ვითარმედ არა მის მიერ იტყჳს. ამისთჳს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად უჩუენებს მათ ქრისტესა, რომელი-იგი დაღაცათუ ურწმუნოთა და უკურნებელთა მიმართ უძლურ საგონებელ იქმნების, რამეთუ საუკუნოდ დროებს ტანჯვასა მათსა და არა აქავე აჩუენებს ძალსა მტანჯველობისასა, არამედ "თქუენდა მიმართ" და "თქუენ შორის", ესე იგი არს მორწმუნეთა ზედა და მორწმუნეთა შორის აქავე მოაწევს ძლიერებასა თჳსსა სატანჯველად ჴორცთა, რაჲთა სული ცხონდეს. ესრეთ უკუე ყოვლად ყოველთა ზედა ძლიერისა ღმრთისაჲ ურწმუნოთა მიმართ ითქუმის უძლურ საგონებელობაჲ, რამეთუ არა აქავე უჩუენებს მათ ძალსა მტანჯველობისასა, ვითარცა საუკუნოდ ტანჯვად დამარხულთა, ხოლო ჩუენდა მომართ და ჩუენ შორის, მორწმუნეთა, მარადის ცხად ჰყოფს ძლიერებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.
2 კორინთელთა მიმართ 13:3
2. წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.3. ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.4. რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13