თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ მორჩილებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ იძულებით ვიქმ მას; არამედ ნებსით მხიარულ ვარ, რაჟამს თქუენ განსძლიერდეთ სინანულითა, მოიქცეთ რაჲ უძლურებისაგან ცოდვათაჲსა და განერნეთ მის ძლით თქუენ ზედა მოწევნადისა ტანჯვისაგან, დაღაცათუ თქუენ უძლურებაჲ დამასაჯოთ, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ტანჯვად თქუენდა.
2 კორინთელთა მიმართ 13:9
8. რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.9. რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.10. და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13