თარგმანი: "კუალადობითა" ამით ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: არა ხოლო აწ, არამედ კუალად სხუასაცა ჟამსა შეწუხებულ იყო მათ მიერ, რომლისათჳს აწ ესრეთ საჯა, რაჲთა დააყენოს თავი თჳსი პირისპირ მისლვად და შეწუხებად მათდა, რომელთა-ესე ოდენ კმა-ეყოფოდა ნივთად მწუხარებისა, უკუეთუმცა მხილგა იგი განმწარებულად, მოუქცეველად დაშთომილთა მათთჳს ცოდვასა შინა.
1. და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.2. რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?
2 კორინთელთა მიმართ თავი 2