თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რომელი-ესე სხუასა უმეტეს შეაწუხებს, რაჟამს მის ძლით შეწუხნებოდის ვინმე, მე ამის ძლით უფროჲს მხიარულ ვარ, რამეთუ არა ურგებ და შეურაცხ არს თქუენდა შეწუხებაჲ ესე ჩემ მიერი, არამედ საშინელ და მომაქცეველ ბოროტისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 2:2
1. და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.2. რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2