მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:10

9. რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა?10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,11. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ-იგი მომმადლოთ თქუენ, და მეცა; რამეთუ მეცა, რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).:

თარგმანი: იხილე, ვითარ იგინი პირველად დააწესნა სიტყუასა ამას შინა, და ეგრეთღა შემდგომად თავი თჳსი, და ამით სახითა პატივსა უყოფს; ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ მხოლოდ იგინი ოდენ არიან უფალ მიტევებისა და არა-მიტევებისა, ამისთჳს თავსაცა თჳსსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: მადლი ესე, რომელსა ვითხოვ თქუენგან, ზოგად მისამადლებელი არს ჩემგან და თქუენგან; რამეთუ მეცა ამისთჳსვე მიმიმადლებიეს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ დაჴსნაჲ იგი მწუხარებისა მისისაჲ მხიარულება თქუენდა არს. და კუალად, ყოველივე ესე არა კაცობრივ, არცა საჩუენებელად კაცთა იქმნების, არამედ საღმრთოდ და წინაშე პირსა ქრისტესსა, რომლისათჳს უმეტესი კრძალვაჲ უჴმს საქმეთა ჩუენთა, რომელნი განცხადებად არიან მის წინაშე, და გჳჴმს, რაჲთა ყოველივე სადიდებელად მისსა იქმნებოდის. ვინაჲცა, უმეტეს ყოვლისა საქმისასა, კაცთმოყუარებაჲ უფროჲს სადიდებელ არს მისსა, რაჟამს კაცთმოყუარე ვიყვნეთ მოწაფენი მის კაცთმოყუარისანი. რამეთუ უკუეთუ ყოვლისაჲვე სადიდებელად ღმრთისა ჯერ-არს ქმნაჲ, ვითარ არა შეუნდოთ შეცოდებულთა და კაცთმოყუარე ვექმნნეთ ძმათა, სადიდებელად სახელისა მისისა, რომელმან ესევითარი შჯულის-დებაჲ...

სრულად ნახვა
კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მიმიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენთჳსცა შეუნდევ, და რაჲთა არავინ თქუას თუ — "კაცთათჳს შეუნდოა?" — ამისთჳს შესძინა, ვითრმედ: "წინაშე პირსა ქრისტესსა". ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტესიცა ნება იყო ამას შინა და მან მიბრძანა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის