მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:13

12. ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ,13. არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
13. არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.
თავი გ̂. სულიერისა მის და საღმრთოჲსა სარგებელისა მისისათჳს, რომელნი ღირს იყვნენ, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: წამებულ არს იგი ღმრთისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი (2,13).:

თარგმანი: ესრეთ აჩუენებს უმძიმესობასა ძმისა ვერ პოვნისასა, უფროჲს შემთხუევისა განსაცდელთაჲსა, ხოლო იხილე, ვითარ ორსავე ურთიერთას შეზავებს; არცა მწუხარებისათჳს ჰყოფს დახრწევასა ქადაგებისასა, არცა კუალად წარმართებასა შინა სახარებისასა და განღებასა კარისასა და განმრავლებასა მოწაფეთასა დაივიწყებს ძმად სახელ-დებულსა მას მოწაფესა ტიტეს, რომლისა ქებაჲ მრავალ არს მოციქულისა მიერ ებისტოლეთა შინა თჳსთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის