1.და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა.2.რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?3.და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.4.რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.5.ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა.6.კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ.7.ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.8.ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.9.რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა?10.ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა,11.რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ.12.ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ,13.არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.14.ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.15.რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:16.რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?17.რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
მოციქულისაჲ: და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად (1,15).
თარგმანი: რომელი არს სასოებაჲ იგი, გარნა თუ რაჲთა სიქადულ მისსა იყვნენ იგინი დღესა მას უფლისა იესუ ქრისტესსა, და რამეთუ უყუარან იგინი, და რამეთუ არარაჲ სივერაგეთა და ზაკუვათაგანი შეუცნობიეს ყოვლად უმანკოჲსა მის გონებისა თჳსისადა.
მოციქულისაჲ: რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს (1,15).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრჩობლი სიხარული. პირველად - ებისტოლისა მიერ პირველისა, რომელსა შინა აღეთქუა მისლვაჲ მათდა, და მეორედ — თჳთ...
პავლესი: უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე (2,5).
თარგმანი: იტყჳს, ვითარმედ: ვიცი, რამეთუ ჩემ თანა თქუენცა განჰრისხენით სიძვასა მას ზედა და არა მე ოდენ მევწუხენ, არამედ ზოგად შევწუხენით მას ზედა მეცა და თქუენცა.
პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).
თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:
..., ვიდრე-ღა ესევითარისა ურჩულოებისა ხედვაჲ, რამეთუ არა ავნებს მწჳრე ესრეთ თუალთა, ვითარ ავნებს ესევითარისა ბოროტისა ხედვაჲ.
ხოლო აწ უკუეთუ გელმის სმენაჲ ესე ამათ სიტყუათაჲ, მადლიერ ვარ თქუენდა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ვინ-მე არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ იგი, რომელი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?“ და უმეტესად გევედრები, რაჲთა არა დასცხრეთ მწუხარებისა ამისგან, ვიდრემდე გარდაჰკუეთოთ სრულიად ბოროტი იგი საქმე და მოსპოთ სიმყრალე იგი საძაგელებისაჲ სულთაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მრავალგზის მითქუამს ამის ჯერისათჳს, რაჲთა სულიერი იგი სიმრთელე გამოჩნდეს თქუენ შორის, და ნათელი ღმრთისაჲ მიგეფინოს თქუენ, და მიემთხჳნეთ კეთილთა მათ ზეცისათა საქმეთა მიერ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ვარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.
ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.
ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგი...
2. ნოეს მსხვერპლი და სუფთა განწყობის ძალა (8:20-21):
...ანწყობამ სულნელად კვამლი და სიმყრალე, და ყოველივე, რაც ამ (ცხოველთა დაწვისას) უსიამოვნო იყო. აი, ამიტომ თქვა პავლემაც თავის ეპისტოლეში: "რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად" (). "სული სულნელებისაჲ (იყნოსა უფალმან)". ნუ შეგაცბუნებს გამოთქმის უხეშობა, არამედ, სიტყვებში ამგვარი შეწყნარების მიზეზად საკუთარი შენი სისუსტე მიაჩნიე, და აქედან გაიგე, რომ მართლის შესაწირავი სასიამოვნო იყო (ღვთისთვის). და, რომ თავად გამოცდილებიდან ვიცოდეთ, რომ თვით უფალი არაფერს საჭიროებს და (ნოეს) მსხვერპლი სხვა არაფრისთვის კეთილინება მიეღო, გარდა ადამიანთა მადლიერებისკენ აღძვრისა, ამისთვის იგი ყველაფერს ცეცხლს მისცემდა, რათა თავად შემომწირველებმა ეცნოთ აქედან, რომ ყოველივე მათივე სასარგებლოდ კეთდება. მაგრამ რისთვის, მითხარი, საერთოდ ნება რთავს მას მსხვერპლი შესწიროს? კვლავ ადამიანის სისუსტისადმი შეწყნარების გამო. რადგან ადამიანები, თანდათან უზრუნველობას მიეცნენ, მომავალში მოიგონებდნენ საკუთარ ღმერთებს და მათ შესწირავდნენ მსხვერპლს, ამიტომ ღმერთმა წინასწარ კეთილინება, რომ მსხვერპლი მას შესწირებოდა, რათა, ყოველ შემთხვევაში,...