თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ მათ, ვითარმედ ტკივნეულ არს შემთხუევასა ზედა ჭირთა და მწუხარებათასა ყოველსა ადგილსა წარმოთქუმითა მათითა; ამისთჳს მადლობასა შესწირავს ღმრთისა, რომელი-იგი ესრეთ განაცხადებდა მას, რამეთუ შემთხუევაჲ იგი ძჳრთაჲ ბრძოლაჲ იყო ეშმაკისაჲ, ხოლო ძჳრთა შინა უძლეველად დაცვაჲ მოციქულისაჲ — ძლევა წინააღმდგომისა; რამეთუ რომელსაცა უმეტესთა განსაცდელთა სიმჴნით თავს-დებაჲ მიემადლოს, იგიცა უმეტესად სძლევს ეშმაკსა, ხოლო სძლევს არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს მიერ, გინათუ, მოციქულისაებრ, ქადაგებასა შინა ქრისტესსა უმეტეს განცხადნების უშიშად ქადაგებითა.
2 კორინთელთა მიმართ 2:14
13. არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად.14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა.15. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:
2 კორინთელთა მიმართ თავი 2