თარგმანი: ვითარ-იგი თქუმულ არს ღორთათჳს, ვითარმედ მოიშთვებიან, უკუეთუ ნელსაცხებელი ვინმე ასუას მსუმელთა მათ მწჳრისათა, და კუალად, ეკალნიცა შეიწუვიან ცეცხლისა მიერ, ეგრეთვე სიტყუასა საღმრთოჲსა ქადაგებისასა ვერ დაიტევენ სასმენელნი განრყუნილნი ბილწებითა ურწმუნოებისა შჯულთა უშჯულოებისაჲთა, ხოლო კეთილად მორწმუნენი სულნი იყნოსენ მას და განცხოველდებიან, რამეთუ ქრისტესცა, რომელი-იგი ჩუენთჳს არს კლდე ცხორებისა და ლოდ თავსაკიდურთა, იგივე ურწმუნოთა ექმნების ლოდ შებრკოლებისა და კლდე დაბრკოლებისა, არა ბუნებისაგან საქმეთაჲსა, არამედ სიბოროტისაგან მჴუმეველთა მისთაჲსა.
2 კორინთელთა მიმართ 2:16
15. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?17. რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2