თარგმანი: ამას ადგილსა ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა შეასმენს, რომელნი-იგი მადლსა მას და ნიჭსა ღმრთისასა თავთა თჳსთა აჩემებდეს, და ესე არს ვაჭარ ყოფაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჟამს კაცი არა ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებდეს, რომლისა თჳნიერ არარაჲ წარსამართებელ არს საქმეთაგანი.
16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?17. რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2