მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:3

2. რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.4. რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა რაჟამს მოვიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული (2,3).:

თარგმანი: ოდეს მიწერა ანუ რაჲ? — ცხად არს, ვითარმედ დასასრულსა ამის ებისტოლისასა, სადა-იგი დასწერს და ეტყჳს, ვითარმედ: მივწერე ესე, რაჲთა არა რაჟამს მოვიდე თქუენდა, კუალად დამამდაბლოს მე ღმერთმან, და ვეგლოვდე პირველ შეცოდებულთა და არღა შენანებულთა. ესე არს წინა-მიწერაჲ მისი, რაჲთა პირველვე განაქარვოს მათგან ყოველი მიზეზი შემაწუხებელი; არა ხოლო თჳსი, არამედ მათიცა, რომელნი-იგი უმეტეს შეწუხნებოდეს შეწუხებისათჳს მისისა, რამეთუ, ვითარ-იგი წარმართებაჲ მათი მომატყუებელ სიხარულისა, ეგრეთვე წარუმართებელობაჲ მათი ნივთ უმეტესისა მწუხარებისა ექმნებოდა მოციქულსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის