თარგმანი: ამას ძუელისა მისთჳს შჯულისა იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: და რამეთუ არა დიდებულ არს დიდებული იგი ამით კერძოჲთა ზეშთა-აღმატებულისათჳს დიდებისა; ესე იგი არს, ვითარმედ არათუ თავით ოჳსით უდიდებელ იყო ძუელი შჯული ჟამსა თჳსსა, ვითარცა-იგი ლამპარი, საჩინოდ მნათობი ღამესა შინა უკუნსა, ხოლო უკუეთუ ახლისა ამის დიდებასა თანა-შევატყუებდე დიდებასა დიდებულისა მისსა, ყოვლად არცაღათუ დიდებად შეირაცხოს დიდებაჲ მისი, ზეშთა-აღმატებულებისათჳს დიდებისა ამისისა, არამედ დაიფაროს და უჩინო იქმნას, ვითარცა ლამპრისა და მთოვარისა და ვარსკულავთა საჩინოებაჲ განზოგებასა დღისასა დაიფარნიან, არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულისა მისგან კრთომისა შარავანდედთა მზისათა, რამეთუ ამით კერძოჲთა რაჲ თქუა, ესე ცხად ყო, ვითარმედ ამის ოდენ კერძოჲსგან დაიფარვის და უჩინო იქმნების დიდებაჲ იგი ძუელისაჲ მის, რაჟამს თანა-შეატყუა ახალსა ამას; არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულებისაგან ამისისა.
2 კორინთელთა მიმართ 3:10
9. რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.10. და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.11. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3