მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:6

5. არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს,6. რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.7. ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
6. რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ, არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა (3,4-6).:

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად უმაღლესობასა თანა ახლისასა უფროჲს ძუელისა მის, უეჭუელი უმაღლესობაჲ მიეცემოდა ქადაგთა ამისთა უფროჲს მოსესსა, ამისთჳს ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებს, ვითარმედ: ვითარ-იგი თჳთ უმაღლესობაჲ ესე ახლისა ამის შჯულისაჲ, ეგრეთვე უდიდებულესობაჲცა ქადაგთა მისთაჲ ღმრთისა მიერვე არს, და არა ხოლო სხუასა რასმე, არამედ ვერცაღა უმაღლესობასა ამისსა შემძლებელ ვართ ცნობად, არა თუ ღმერთმან ქრისტეს მიერ მასწაოს ჩუენ, მამამან ძისა მიერ, რომელი-იგი არს შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ და მომცემელი გულისჴმის-ყოფისა სიტყჳსა და ძალისაჲ ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათა, რაჲთა კმა იყვნენ ღირსებით მითხრობად სახარებასა მისსა.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არა თუ წიგნითა, არამედ სულითა (3,6).:

თარგმანი: წიგნად მოსეს რჩულსა იტყჳს, რომელი ცოდვილთა მოჰკლავნ, ხოლო სულად მადლსა მას ნათლისღებისასა იტყჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ მომკუდართა განაცოცხლებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის