თარგმანი: ვითარ-იგი მსახურებად სიკუდილისა უწოდა შჯულსა, ეგრეთვე შემსგავსებულად მისსა მსახურებად ცხორებისა თანა-ედვა წოდებად მადლისა; არამედ იგი ამას დაიდუმებს და უზეშთაესითა სახელითა სახელ-სდებს, რომელ არს მსახურებაჲ სულისაჲ, რამეთუ სულსა წმიდასა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებად ცხორებისა, ხოლო მსახურება სულისა ეწოდების ახალსა ამას შჯულსა, ვითარცა წინაგანმამზადებელსა და ღირს მყოფელსა სულისა წმიდისა მოფენისასა.
7. ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,8. რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?9. რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3