თარგმანი: დაღაცათუ უპირატეს უკუე მოციქულთა შეეტყობოდეს სიტყუანი ესე, არამედ წესითა სიტყჳსაჲთა ყოველნი მორწმუნენი თანა-იზიარნა მოციქულმან სიმდიდრესა ნიჭთასა, ვითარცა თანამხილველნი დიდებისანი, მასვე ხატსა და ბრწყინვალებასა დიდებითი-დიდებადსა შეცვალებულნი. ამისთჳს აწ მსახურებასაცა იზიარებს და იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს..." რაჲსა ამისთჳს? — გარნა სიმდიდრისათჳს ზემო წარმოთქუმულთა ამათ ნიჭთაჲსა უწყინოდ გჳპყრიეს მსახურებაჲ ესე. არა ღირსებათა ჩუენთათჳს, არამედ ღმრთისა მიერთა წყალობათაგან ჩუენდა მოცემული; და არა მოწყინე ვიქმნებით ჭირთა და დევნულებათათჳს, რომელნი შეგუემთხუეოდინ მსახურებასა ამას შინა, რომელ არს კადნიერებით ქადაგებაჲ სახარებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 4:1
1. ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,2. არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4