მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:10

9. დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.11. რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს (4,10).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი სიკუდილსა და აღდგომასა იესუჲსსა ურწმუნოებდეს, ესე ჴორცთა ამათ ჩუენთა შინა თუალით ხილვითა დაირწმუნენ, რომელნი-ესე დღითი-დღე მოკუდებიან ურიცხუებითა ჭირთაჲთა, და მარადის ცხოველ არიან მადლითა უფლისათა, და მერმისა მის საუკუნოჲსა ყოველთა აღდგომასა ცხად ჰყოფენ.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...აზიარად გახდომაზე უარს არ ეტყოდა. სადღა მოვკვდით მასთან ერთად? ამ სიკვდილზე ამბობს: იმაზე, რომელიც განბანვითაა, და იმაზეც, რომელიც ტანჯვებითაა; რადგან ამბობს: „მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს“ (); და: „და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა“ (); და: „ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა“ (); და: „თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა“ ().

აქ კი განსაცდელების სიკვდილსაც გულისხმობს; უფრო კი სწორედ ამას, რადგან განსაცდელებში იყო, როცა ამას წერდა. ხოლო რასაც ამბობს, ესაა: თუ მისთვის მოვკვდით, მისთვისვე არ ვიცოცხლებთ? ეს უეჭველია. როცა ამბობს: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (), უბრალოდ თანასუფევა კი არ ახსენა, არამედ მოთმინების პირობა დაუ...

სრულად ნახვა