თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიმიშუებს ჩუენ ღმერთი შთავრდომად დღითი-დღედთა განსაცდელთა, რაჲთა მტკიცედ გამოცხადნეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე; რამეთუ რომელი-იგი ჩუენ, დღითი-დღე მომკუდართა, აღმადგინებს, უეჭუელ არს, ვითარმედ აღუდგინებიეს მას თავიცა თჳსი. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: ამისთჳს ჩუენ აქა სოფელსა ამას უწყალოდ სიკუდიდ მივსცემთ თავთა ჩუენთა დღითი-დღე, რაჲთა მერმესა მას მან თავადმან იჴსნნეს ჴორცნი ჩუენნი სიკუდილისაგან საუკუნოდ დაშჯისა, და ღირს ყოს მოკუდავებაჲ მათი უკუდავებასა საუკუნოჲსა ცხორებისა და სუფევისა თჳსისასა.
2 კორინთელთა მიმართ 4:11
10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.11. რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4