თარგმანი: სიკუდილად უწესს თავს-დებასა ჭირთასა, ვითარმედ: უწყალოდ სიკუდიდ განცემაჲ ესე თავთა ჩუენთაჲ კადნიერებით ქადაგებისათჳს სახარებისა მომატყუებელ გექმნების თქუენ საუკუნოჲსა ცხორებისა, რაჲთა განისწავლნეთ რაჲ სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მან შეგიყვანნეს თქუენ ცხორებასა დაუსრულებელსა.
11. რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4