თარგმანი: ზემო აღსაარებულად ქადაგა საიდუმლოჲ აღდგომისაჲ, ხოლო აქა სიმტკიცისათჳს სასოებისა შემოიღებს წამებად ას და მეათხუთმეტესა ფსალმუნსა, რომელი-იგი საუკუნოჲთა სასოებითა აღსავსემან დავით ესევითართავე ჭირთა ზედა-დართვასა შინა აღწერა, შემმატებელად სასოებისა ყოველთა ძჳრხილულთა. ხოლო ამან აწ იჴუმია, ვითარცა მისვე მეუფისა თანამბრძოლებითა ესევითართა ყოველთაგან განრომილმან.
2 კორინთელთა მიმართ 4:13
12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4