მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:15

14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.15. რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.16. ამისთჳს არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
15. რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა (4,15).:

თარგმანი: ამას ადგილსა განსწავლის, რაჲთა აღდგომისა და სხუათა ყოველთა კეთილთა მონიჭებისათჳს არცა ერთსა ვის კაცთაგანსა, არცა ცრუმოციქულ და მოძღუართა მათთაგანსა, არამედ მხოლოდ ღმერთსა ჰმადლობდენ, რომელსა-იგი არა ერთსა, არცა ზოგთა ვიეთმე ზედა შემოუწერიეს ნიჭი ესევითართა მადლთა მოღებისაჲ, არამედ ზოგად ყოველთა კაცთადა, რომელთაცა უნდეს, რაჲთა უმრავლესობასა თანა მიმღებელთასა შემოკრბეს მისსა უმრავლესობაჲცა მმადლობელთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის