თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა რაჟამს უწყოდის კაცმან, ვითარმედ ყოველივე მის ზედა მომავალი ღმრთისა მიერ უმჯობესისათჳს იქმნების და სამადლობელად ღმრთისა სრულ-იქმნების ამისთჳს არა ჯერ-არს მოწყინებაჲ ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევისაჲ. ხოლო გარეშედ კაცად უწოდს ჴორცთა, რომელნი განიხრწნებიან, იცემებოდინ რაჲ, იდევნებოდინ და შეიკრვოდინ. ხოლო შინაგანად კაცად — სულსა, რომელი-იგი ყუავის დღითი-დღედთა მიერ სასოებათა და მხიარულებათა, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ ღმრთისათჳს ევნების.
2 კორინთელთა მიმართ 4:16
...ებობას ვამჩნევთ, მით უმეტეს, როცა მარხვის წამალს არ გამოვიყენებთ, ამ საქმეთა მიმართ მეტ დაუდევრობას გამოვიჩენთ. ამის გაგონილნი, თქვენ, ვისაც მარხვის ძალა გაქვთ, ამ კეთილ და საქებელ მოშურნეობას უფრო გაუძლიერეთ, გთხოვთ. „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (). მარხვა სხეულს დაამდაბლებს და უწესრიგო გულისთქმათა სადავეს მოქაჩავს, ხოლო სულს კი გაანათლებს, აფრთიანებს, მსუბუქსა და მაღალმფრინავს გახდის. რაც შეეხება თქვენს ძმებს, რომლებსაც ხორციელი სისუსტის გამო მარხვის ძალა არ აქვთ, მათ დაარწმუნეთ, რომ ამ სულიერ საზრდოს არ ივიწყებდნენ, ასწავლეთ, ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვ...
...და მრავალი სარგებელი მოაქვს სულისთვის. ამიტომ გევედრებით, საყვარელნო, მარხვის სარგებელი იცით რა, დაუდევრობით არ დაკარგოთ იგი, და მისი დადგომისას არ იწუხებდეთ, არამედ იხაროდეთ და მხიარულობდეთ, ნეტარი პავლეს სიტყვების თანახმად: „დაღათუ... გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების" (). მართლაც, მარხვა სულის საზრდელია, და როგორც ხორციელი საზრდელი სხეულს ასუქებს, ისე მარხვა სულს აძლიერებს, მსუბუქ ფრენას ანიჭებს, სიმაღლეზე ასვლისა და ზეციურზე ფიქრის უნარს აძლევს, და აწმყო ცხოვრების სიამოვნებათა და სიტკბოებათა ზემოთ აყენებს. როგორც მსუბუქი ხომალდები უფრო სწრაფად გადაცურავენ ზღვას, ხოლო მძიმე ტვირთით დატვირთულნი იძირებიან, ისე მარხვაც, ჩვენს გონებას მსუბუქს ხდის რა, ეხმარება სწრაფად გაცუროს ამ ცხოვრების ზღვა, ცისკენ და ზეციურისკენ მისწრაფდეს, აწმყოს არ დააფასოს, არამედ ჩრდილზე და სიზმარზე უფრო ნაკლებად მიიჩნიოს. პირიქით, ლოთობა და ღორმუცლობა, გონებას ამძიმებს რა და სხეულს ასუქებს, სულს ტყვედ აქცევს, ყოველი მხრიდან ტალღებით არტყამს და მტკიცე საფუძველს მსჯელობაში აღარ უტოვებს, კლდეებზე ატარებს და საკუთარი ცხონების საზიანოდ ყველაფერს აკეთებინებს. ნუ ვიქნებით, საყვარელნო, უზრუნველნი ჩვენი ცხონების მოწყობაში, არამედ,...
...წავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.
ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.
ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.
აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამ...