მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:3

2. არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.3. ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,4. რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
3. ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,
თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ (4,3).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა განცხადებულ ყოფაჲ, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "რაჲსა არა ყოველთა უწყიან? — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ყოველთავე წინა-უც, ხოლო რომელნი ვერ ხედვენ, ესენი ურწმუნოებითა დაბრმდებიან. ხოლო წარწყმედულად უწოდს მოციქული ყოველთა, რომელნი გარე განვარდებიან არვისაგან ქრისტესისა; გინა თუ ყოვლად პირველითგან ურწმუნო იყვნენ, ანუ თუ სარწმუნოებისაგან მიქცეულ იყვნენ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მისი დასაბამითგან ურწმუნოებასა შინა დაშთომილთათჳს არს.

სააღდგომო ეპისტოლე 2005 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II:

...ითა შენითა„. და უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23, 43).

ორივე ეს ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ასრულებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ სცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ „სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია“ (). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.

ესეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავის ნებით სცილდება უფალს. აქაც ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა სიმბოლოებად პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი შეიძლება ვიგულისხმოთ.

უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით, უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არა თუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ მოციქულთა თავად დაადგინა წმ. პავლესთან ერთად.

იუდას ქმედება კი არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ის „ეძებდა მარჯვე დროს, რ...

სრულად ნახვა