მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:7

6. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.7. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.8. ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
7. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცისჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან (4,7).:

თარგმანი: ვინაჲთგან დიდებულებაჲ მადლისაჲ მის საანჯმნო ყო, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: თავსა თჳსსა ღირსებით შემწყნარებელ ჰყოფს მისსა, ამისთჳს ამასცა ღმრთისა აღიყვანებს, ვითარმედ მისი საქმე არს გარდარეული ესე ძლიერებაჲ, რომელმან შემძლებელ ყვნა კეცის ჭურნი ესე — მიწისა ჴორცნი ჩუენნი — დამტევნელ-ყოფად დიდებულებისა მადლთაჲსა, ვინაჲცა მისსა ყოვლად ძლიერებასა თანა ესოდენსა ვწამებთ უძლურებასა ჩუენსა, რაოდენ შეუტყუებელ არს ჭურჭელი კეცისაჲ მიმოსაღებელად ოქროჲსა.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...იქმნების“** (). ამრიგად, ორი რამ ერთად ხდებოდა: მოვლენები ცხადად ჩნდებოდა და ყოველივე ღმერთს მიეწერებოდა. ამიტომაც სხვაგანაც ამბობდა: „გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა“ (), ესე იგი, ვნებად და უძლურ სხეულებში. რისთვის? „რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან“ ().

სხეულები ვნებადი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი მათ მიეწერებოდა. სხვაგანაც ვხედავთ, რომ იგი ავადმყოფობის გამო წუხს; ეპაფროდიტეზე ამბობდა: „და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი“ (), და ასევე ბევრ სხვა რამესაც არ იცოდა, რაც სასარგებლო იყო მისთვისაც და მოწაფეებისთვისაც. ამბობს: „ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური“ ()....

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მაგრამ ოქროსი გახდა; იუდა ოქროს ჭურჭელი იყო, მაგრამ კეცისა გახდა. ამრიგად, კეცის ჭურჭლად ყოფნა უწმინდურებისგან მოდის: მეძავი და ანგარებიანი კეცის ჭურჭელი ხდება.

მაშ როგორ ამბობს სხვაგან: „გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა“ ()? ამით იგი პატივს სცემს და არ აძაგებს კეცის ჭურჭელს, რადგან მას საუნჯის მიმღებად უწოდა. იქ ის თვით ბუნებას აღნიშნავს და არა ნივთიერების სახეს. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: ჩვენი სხეული კეცის ჭურჭელია. რადგან როგორც კეცის ჭურჭელი სხვა არაფერია, თუ არა გამომწვარი თიხა, ასევე ჩვენი სხეულიც სხვა არაფერია, თუ არა თიხა, რომელიც სულის სითბოთი მტკიცდება. რომ იგი კეცისაა, ცხადია; რადგან ხშირად, როგორც ის ჭურჭელი დაცემისას ტყდება და იმსხვრევა, ასევე სხეულიც სიკვდილით დაცემისას იშლება. რადგან რით განსხვავდება კეცის ნატეხებისგან ძვლები, რომლებიც ასეთნაირად მაგარია და ასეთნაირად მშრალი?...

სრულად ნახვა