თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მამამან ძჱ თჳსი, რომელმან ცოდვაჲ არ იცოდა, მიუშუა, რაჲთა მოკუდეს, ვითარცა ცოდვილი და ვითარცა წყევასა ქუეშე შესრული, რამეთუ წერილ იყო, ვითარმედ: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა".
2 კორინთელთა მიმართ 5:21
თარგმანი: იხილე სიბრძნით და ჴელოვნებით შეწყობაჲ სიტყუათა მისთაჲ; ვითარ, ვითარცა ღონიერი დამგებელი, მიზეზსაცა იტყჳს დაგებისასა; ესრეთ, ვითარმედ: არღა ვიტყჳ თუ თქუენგან გინებული ანუ არა მიმჴდელი პატიჟსა მაგინებელობისასა, ანუ აწ პირველად მსწრობელი ძიებასა დაგებისა თქუენისასა; გარნა რაჲ ესე აწ ყო, თჳთ ამას მარტოდ წინა-გიყოფ, ვითარ თჳთ ბუნებით სიწმიდე, წმიდა-მყოფელი ყოველთაჲ, და სიმართლე განმამართლებელი, ცოდვა ყოფად არა სირცხჳლ იჩინა. ხოლო ცოდვა ყოფაჲ ესე იყო, რამეთუ მიუშუა მას, რაჲთა ვითარცა ცოდვილი ვინმე და დასაშჯელთაგანი ჯუარს-ეცუას; რომლისათჳს არა უწოდს მას ცოდვილ, არამედ ცოდვა ქმნულ, რომელი ამისსა უზეშთაეს არს. ვითარ უკუდავი ღმრთეებითა — მოკუდავ იქმნა ჴორცთა ბუნებითა, რაჲთა მოკუდავნი უკუდავ-მყვნეს და შეცოდებულნი განმამართლნეს. ჳკუმენისი: სხუანი ესრეთ თარგმანებენ სიტყუასა ამას, ვითარმედ: ცოდვა ეწოდებოდა მსხუერპლსა მას, რომელი-იგი ძუელსა შინა ცოდვათათჳს შეიწირვოდის, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: "ცოდვათა ერისა ჩემისათა ჭამენ" (); ესე იგი არს მსხუერპლი დაკლული ცოდვათათჳს. ვინაჲცა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის