თარგმანი: დაღაცათუ არა სწორ არს შეყუარებაჲ პირველად შემყუარებელისა მისისაჲ, რამეთუ მეორედობითა და უკუანაჲსკნელობითა დაკლებულ იქმნების სწორებისაგან, გარნა მე არასვე გამოვიწულილავო ამათ პირთათჳს, — იტყჳს მოციქული, — თჳნიერ ამას ოდენ, რაჲთა ვითარცა შვილთა მამისაგან, ჩემგან მიიღოთ დასაბამი ამის საქმისაჲ, და სასყიდლად შეუიწრებელისა ამის ფართოებით სიყუარულისა ჩემისა გაჰვრცნეთ თქუენცა ფართოებით სიყუარულად და დატევნად ჩემ ერთისა, მრავალთა ჩემ შორის დამტევნელისა.
2 კორინთელთა მიმართ 6:13
12. არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა.13. მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა.14. ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?
2 კორინთელთა მიმართ თავი 6