მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:14

13. მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა.14. ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?15. ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა?
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
14. ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა (6,14).:

თარგმანი: ზემო აჩუენა, ვითარმედ, ვითარცა შვილნი — მამისა, ეგრეთ თანამდებ არიან შეყუარებად მისსა; ხოლო აწ უჩუენებს, ვითარმედ: ესე არს შეყუარებაჲ ჩემი, რაჲთა არა მისდრკებოდით ურწმუნოთა კერძო; რამეთუ მეუღლებაჲ ესე უღლისაგან თქუა სასწორთაჲსა, რომელნი-იგი მიერ კერძო მიდრკიან, ვინაჲ უმძიმესი იყვის; ხოლო აწ მოციქულსა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა არა თანააღმწონელ აღმწონელ იყვნენ მორწმუნენი ურწმუნოთა, არცა მასვე და ერთსა გულისჴმის-ყოფასა მათსა შემოიღებდენ საღმრთოთა საქმეთა შინა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის