მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:17

16. ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.17. ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.18. და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
17. ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ, და ვიყო მე თქუენდა მამა, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი (6,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ტაძარ ღმრთისა ყოფაჲ დაუმტკიცა პირითა იერემიაჲსითა, აწ კუალად ესაიაჲს მიერ ასწავებს ღონესა, თუ ვითარითა ვინ სახითა იქმნეს ტაძარ ღმრთისა: პირველად ამას, რაჲთა განეშოროს ურწმუნოთაგან და განეყოს მახლობელობასა სულისა მისისა მავნებელთასა; ამისსა შემდგომად არა ხოლო ქმნასა არაწმიდებისასა, არამედ ყოვლად შეხებასაცა მისსა განეყენოს, რამეთუ ამათ ესევითართაგან განშორებაც ღირს გუყოფს ჩუენ პოვნად, რაჲთა გუაქუნდეს სავანე ღმრთისა თანა, და იგი იყოს ჩუენდა მამა, ხოლო ჩუენ — ძეებ და ასულებ მისსა. იხილე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებაჲ შვილებისა ამის მადლსა, რომელი მომენიჭა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ და ნათლისღებისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის