მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:16

15. ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა?16. ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.17. ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
16. ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისაჲ კერპთა თანა? (6,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ურწმუნონი ტაძარ კერპთა არიან, ხოლო თქუენ — ტაძარ ღმრთისა.

ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება:

...ზეცაში დამკვიდრებულად კი იგი ითქმის არა იმიტომ, თითქოს ადგილით იყოს შემოფარგლული — შორს იყოს ასეთი რამ, რადგან თავად აღავსებს ყოველივეს, — არამედ უფრო იმ აზრით, რომ ზეციურ ძალებში განისვენებს; ვინაიდან ადამიანებშიც ითქმის, რომ მკვიდრობს: „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (). ამრიგად, ბარბაროსთა ქვეყანაში მოხვედრისას არამცირე სწავლებანი მიიღეს: როგორც ყოველივე ამქვეყნიურისგან განშორება, ისე ის ცხადი ცოდნა, რომ ღმერთი, სადაც კი მოუხმობენ, ადვილად შეისმენს. რადგან ახალი ცხოვრების წესის სხივი უკვე ამობრწყინებას აპირებდა, წინასწარმეტყველი მომავლის წინასწარ გახმიანებას იწყებს და ადგილებზე მიბმულ წესს ნელ-ნელა, შეფარვითა და მინიშნებებით, აუქმებს: „აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.“ (). აქ კვლავ იხილე ღვთისმოშიშების გამძაფრება: ისინი მცირე ხნით კი არ სასოებენ, არამედ გან...

სრულად ნახვა