მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:9

8. დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;9. ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;10. ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
9. ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი; ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი (6,8-9).:

თარგმანი: ესეცა მათვე მარჯუენეთა და მარცხენეთაგანნი არიან, რაჟამს მაცთურ სახელ-ედებოდის მაცხოვარსა სულთასა, და უცნაურ იწოდებოდის შესწავებული იგი კაცთა შორის, ვიეთგანმე ესრეთ, და ვიეთგანმე ესრეთ, ხოლო იგი ორსავე მარჯუენედ და საჭურველად სიმართლისა იჴუმევდეს; არცა მას ზედა აღზუავებითა, და არცა ამას შინა სულმოკლებითა; ესე იგი არიან ქებანი და გინებანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის