თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიხარის, რამეთუ შეწუხებაჲ ესე ჩემი ნუგეშინის-ცემა გექმნა თქუენ, და განმართებითა თქუენთა ცთომილებათაჲთა არცა ერთი ჭირთა ჩემთაგანი ცუდ იქმნა თქუენთჳს.
12. და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.13. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.14. რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7