თარგმანი: ყოველივე ესე ქებაჲ სიტყუათა მათ შუენოდა სამოციქულოჲსა მოძღურებისათა, ვითარცა ძლიერთა წამალთა, უჩინო-მყოფელთა წყლულებისათა; არამედ მოციქული თჳსსაცა და მათსაცა ყოველსა წყალობით მათ მიაჩემებს, რაჲთა ყოვლით კერძო აჩუენოს აღმამაღლებელი იგი სხუათაჲ სიმდაბლე თჳსი! ამისთჳს შეწუხებაჲ ებისტოლესა აჩემა, ხოლო ნაყოფი სინანულისაჲ, რომელ ყო შეწუხებამან, იგი მათ განუკუთნა და თავისა თჳსისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს მიხარის შეწუხებაჲ თქუენი, რამეთუ შურ-ვიგებ, არამედ ამისთჳს, რამეთუ ტკივილი იგი შეწუხებისაჲ ჟამ ერთ იყო, და ნაყოფი იგი მისი სინანულისა-მიერი — საუკუნო.
2 კორინთელთა მიმართ 7:9
8. რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.9. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.10. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7