თარგმანი: ესე არს საღმრთოდ შეწუხებაჲ, რაჲთა განიშოროს კაცმან ყოველივე შემაწუხებელი ღმრთისაჲ, ვითარ-იგი კორინთელთა შეცოდებული იგი სიტყჳთა მოციქულისაჲთა, რომლისათჳს უკუეთუმცა არა მიეწერა მათდა, მიზეზ ზღვევისა და დაჭირვებისა ექმნებოდა მათ, ვითარცა არა-მცემელი მიზეზსა სინანულისასა სიტყუათა მიერ მხილებისათა.
2 კორინთელთა მიმართ 7:10
9. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.10. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.11. რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7