მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:15

14. ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.15. ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.16. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
15. ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა (8,15).:

თარგმანი: წიგნისაგან გამოსლვათაჲსა შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, რაჲ-იგი მუნ ითქუა და იქმნა შეკრებასა მას მანანაჲსასა, და ამით სახითა განსწავლის მიმცემელთა მათ ქველისსაქმისათა გლახაკთა მათთჳს, ვითარმედ "დაღაცათუ არა მისცეთ, არაჲვე გემატოს თქუენ სიმრავლისა მისგან ნაქონებთაჲსა, და უკუეთუ მათ არა მიიღონ თქუენგან, არაჲვე დააკლდეს, რამეთუ არა უგულებელს-ყვნეს იგინი ღმერთმან, რომლისათჳს დაგლახაკებულ არიან და წარტყუენვაჲ იგი ნაქონებთა მათთაჲ მხიარულებით და მოთმინებით თავს-უდებიეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის