მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:14

13. რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.14. ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.15. ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
14. ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ — ჭირი, არამედ განსწორებით ამას ჟამსა (8,13-14).:

თარგმანი: უძლურებისათჳს გონებათა მათთაჲსა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არა ესოდენსა გეტყჳ მიცემად, რაჲთა იგინი ფართოებით შუებულ ჰყვნეთ, ხოლო თქუენ ჭირსა სიგლახაკისასა მიეცნეთ, არამედ განსწორებით; ესე იგი არს, რომელი უმეტეს გაქუს საჭიროჲსა საჴმრისა, იგი მიეცით თითოეულმან". გარნა მაკედონელთა რაჲ აქებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: უფროჲს ძალისა მათისა მისცეს, არამედ შემდგომთა სიტყუათა მიერ ამათცა განუცხადებს, ვითარმედ: უმეტესიცა ძალისაჲ საძიებელ არს ქველისსაქმე.

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. შეგონება სათნოებისა და გულუხვობისკენ:

...საყრელ დროს რომ გამოვტოვებთ, შემდეგ ამაოდ არ ვინანოთ. განა კაცთმოყვარე უფალმა იმისთვის მოგცა ბევრი, რომ მიცემული მხოლოდ საკუთარ სარგებლობაში მოიხმარო, ხოლო დანარჩენი სკივრებსა და საცავებში ჩაკეტო? არა, არა ამისთვის, არამედ იმისთვის, რომ, მოციქულის შეგონებისამებრ, შენი სიჭარბე სხვათა ნაკლულობას შეავსებდეს (). შენ, შეიძლება, საჭიროზე მეტს ხარჯავ, ბევრ ფულს ისვრი განცხრომაზე, ტანისამოსზე და სხვა ფუფუნების საგნებზე, ნაწილს კი მსახურებსა და პირუტყვზე; ხოლო ღარიბი არა ზედმეტს გთხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რომ თავისი შიმშილი იკლოს და აუცილებელი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს — დღის პური ჰქონდეს, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს და არ მოკვდეს. შენ კი ამის გაკეთებაც არ გინდა და არ ფიქრობ, რომ სიკვდილმა შეიძლება მოულოდნელად გიტაცოს; და მაშინ შენ მიერ შეგროვებული ყოველივე აქ დარჩება და, შესაძლოა, შენი მტრებისა და მოძულეთა ხელში გადავა, ხოლო შენ წახვალ, მხოლოდ ყველა ცოდვას წაიღებ, რომლებითაც ამას აგროვებდი. და რას იტყვი მაშინ, იმ საშინელ დღეს? რით გამართლდები, ვინც ასე უდარდელი ხარ საკუთარი ცხონების მიმართ? ამიტომ მომისმინე და, სანამ ჯერ კიდევ დროა, ზედმეტი ფული გაუნაწილე, რათა ამგვარად იქ შენი ცხონება მოამზადო და იმ საუკუნო სიკეთეთა საზღაურის ღირსი გახდე...

სრულად ნახვა