მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:23

22. და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ.23. გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.24. აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
23. გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გინა თუ ტიტესთჳს, საქმის ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა თანაშემწისა; გინა თუ ძმანი ჩუენნი მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი (8,23).:

თარგმანი: ვინაჲთგან თჳსად-თჳსად წამა სათნოებაჲ წარვლინებულთაჲ მათ, აწ ერთბამად შემოჰკრებს ქებასა მათსა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ტიტესთჳს მკითხავთ, მაქუს თქუმად, ვითარმედ თანამოქმედი არს ჩემი და ზიარი ქადაგებასა შინა სარწმუნოებისა და ცხორებისა თქუენისასა; ხოლო უკუეთუ სხუათა მათთჳს, მის თანა წარმოვლინებულთა გნებავს სწავლად, მაქუს სიტყუად, ვითარმედ ძმანი არიან ჩუენნი, მოციქულად წარმოვლინებულნი ეკლესიათაგან, დიდებანი ქრისტესნი, რამეთუ კეთილთა მიერ საქმეთა თჳსისა მოქალაქობისათა სადიდებელ იქმნებიან ქრისტესა, რაჲთა რომელნი ხედვიდენ მათ, ადიდებდენ მამასა მათსა ზეცათასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის