მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:7

6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.7. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.8. ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
7. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა (9,7).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-ესე მე წარმოვთქუ მოწყალებისათჳს, ესოდენ არს სიტყუაჲ ჩემი, გარნა არავის ვაიძულებ, არამედ კაცად-კაცადსა ჴელმწიფებაჲ აქუს, ვითარცა თჳთ ენებოს, აღრჩევად ნებსით და არა უნებლებით, მხიარულებით და არა მწუხარებით, რამეთუ მე ზემოცა მითქუამს, ვითარმედ: "არავის ვაიძულებ, არამედ განვაზრახებ". და კუალად, აწ მასვე დავამტკიცებ წამებითა წიგნისაგან იგავთაჲსა შემოღებულითა, ვითარმედ: მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის