მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 1:11

10. ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.11. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა,12. რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.
2 პეტრე თავი 1
11. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა,
თავი ა̂. ჩინებისათჳს სარწმუნოებისა და საქმეთა მიერ დამტკიცებისათჳს სათნოებათაჲსა სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ ეგე თქუენი და რჩეულებაჲ, რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესსა (1,10-11).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქრისტეს მიერ ჩინებულ ვართ, რაჲთა ჩუენ დავიმკჳდროთ სასუფეველი, ხოლო აღთქუმულისა მის ჩინებისა და რჩეულებისა დამტკიცებაჲ ჩუენ ზედა არს, რაჲთა ვიდოდით გზათა მუნ მიმყვანებელთა, რომელ არიან კეთილნი საქმენი, რომელთა მოქმედებასა უწოდს ბჭე უცთომელად შემყვანებელ საუკუნესა მას სასუფეველსა, რომელი-იგი ამისთჳს ძისაჲ არს, რამეთუ ყოველივე მამისაჲ მისი არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის