თარგმანი: ესე არს თარგმანი და ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ თქუმული პირითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა თავით თჳსით არა აიჴსნების, არცა გულისჴმა-იყოფების, არამედ ძუელისა მისგან შჯულისა განსწავლულთა უჴმს, რაჲთა მოუჴდენ სარწმუნოებასა ქრისტესსა და მას შინა იხილონ თარგმანებაჲ, და უფროჲსღა საქმით აღსრულებაჲ მათ მიერ თქუმულისაჲ და წინა-მოსწავებულისაჲ.
2 პეტრე 1:20
19. და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.20. ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების.21. რამეთუ არ ნებითა კაცთაჲთა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.
2 პეტრე თავი 1