მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:17

16. ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:18. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
17. კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.“ ().

„ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.“ ().

„ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.“ ().

1.

მათ არ მართებთ, რომ ყოველივე წმინდანთა ლოცვებს მიანდონ, თვითონ უქმად იყვნენ, ბოროტებას მიაშურონ და სათნოებისკენ მიმყვანთაგან არაფერს მოეჭიდონ; არც ის მართებთ, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ და იმ შემწეობას უგულებელყოფდნენ. რადგან დიდი ძალა შესწევს, დიდი ძალა, ჩვენთვის აღვლენილ ლოცვას, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც ვშრომობთ. ამიტომაც პავლე, როცა მათთვის ლოცულობს, სარწმუნო დასაყრდენს კვლავ აღთქმიდან იღებს და ამბობს: „ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...), და ამით ცრუ წინასწარმეტყველებს მინიშნებით გულისხმობს.

მაშ, საიდან შევიტყობთო, ამბობს? დამატების მეშვეობით; სწორედ ამისთვის დაამატა: „კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:" (). „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა." () ამას არ ამბობს, თითქოს თვით ეს იყოს ნიშანი; რადგან ამის მიბაძვა სხვებსაც შეეძლოთ, არამედ იმას ამბობს, რომ მისალმებას ჩემი ხელით ვწერო; როგორც ახლაც არის ჩვენთან, რადგან ხელმოწერით ცხადი ხდება გამგზავნელთა წერილები. ხოლო ბოროტებათა მიერ ძლიერ დაქანცულებს ნუგეშს აძლევს: აქებს როგორც აწმყო საქმეებიდან, ისე მომავალთაგან; და სასჯელითაც, მათთვის გამზადებულ კეთილთა საზღაურითაც აღძრავს, შემდეგ კი ამ საკითხს უფრო ცხადად განიხილავს, თვით დროს არ ამხელს, მაგრამ დროის ნიშანს, ანტიქრისტეს, აჩვენებს. რადგან სუსტი სული ყველაზე მეტად მაშინ რწმუნდება, როცა უბრალოდ კი არ ისმენს...

სრულად ნახვა