მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:18

17. არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.18. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
18. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“ ().

1.

საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. ამიტომ ნუ ვიფიქროთ,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მოეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ (1,18).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ.

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...დოქსოლოგია. „კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა“ (). რადგან ის იქ, რომში იყო, როგორც ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა“ (). მისი სახელის მოხსენიებით სახლეულებსაც უფრო გულმოდგინეებს ხდის ასეთ წარმატებულ ღვაწლში. ამბობს: „კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას“ (). ესენი არიან ისინი, ვისაც იგი ხშირად იხსენებს, ვისთანაც სტუმრადაც იყო და რომლებმაც აპოლოსი შეიწყნარეს. ქალს კი წინ აყენებს, როგორც მე მგონია, რადგან იგი უფრო მოშურნე და უფრო მორწმუნე იყო; მაშინ აპოლოსიც მან შეიწყნარა; ანდა ამას უბრალოდ განსხვავების გარეშე აკეთებს. ეს მოხსენიება მათთვის მცირე ნუგეში არ იყო, არამედ პატივისა და სიყვარულის ნიშანს და დიდი მადლის ზიარებასაც შეიცავდა; რადგან იმ წმინდა და ნეტარი კაცის მხოლოდ მისალმებაც კი კმარა, რომ სახელით მოხსენი...

სრულად ნახვა