..., ვითარცა-იგი მათი იყო“** (). ამბობს: „გარნა არა წარემატნენ“ (). მაშ, როგორ ამბობს სხვაგან: „რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა“ (), აქ კი: „არა წარემატნენ“ ()? იქ იმას ამბობს, რომ როცა სიახლის შემოტანასა და ცთუნებას დაიწყებენ, ცთომილებაში არ შეჩერდებიან, არამედ მუდამ ახალ მოტყუებებსა და გახრწნილ სწავლებებს გამოიგონებენ; რადგან ცთომილება არსად დგას. აქ კი იმას ამბობს, რომ ვერ მოატყუებენ და ვერ გაიტაცებენ, თუნდაც თავიდან ჩანდეს, თითქოს ზოგიერთს აცდენენ; მალე მაინც გამომჟღავნდებიან. რომ სწორედ ამის შესახებ ამბობს, მოისმინე, რას ამბობს: „რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა“ (). საიდან? ყველა მხრიდან, როგორც იმათიც გახდა ცხადი.
...