მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:4

3. უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე,4. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.5. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
4. შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.“ ().

1.

თუ ვინმე ახლა მწვალებლების გამო შფოთავს, გულისხმა-ყოს, რომ ამგვარი რამ დასაბამიდანაც ხდებოდა, რადგან ეშმაკი მუდამ ჭეშმარიტებასთან გვერდით უყენებდა სიცრუეს. დასაბამიდან ღმერთმა კეთილნი აღგვითქვა; მოვიდა ეშმაკიც, რომელიც აღთქმას იძლეოდა: ღმერთმა სამოთხე დარგო, მან კი მოატყუა და თქვა: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" (). რადგან საქმით ვერაფერს აჩვენებდა, სიტყვებით უდიდეს რამეებს ჰპირდებოდა. ასეთნი არიან მატყუარები. <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.“ ().

1.

პირველ ეპისტოლეში ამბობდა, რომ „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან" (); და კვლავ, იმავე ეპისტოლეში, სხვა ადგილას წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგში მსგავსი რამ მოხდება. <span...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

„მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.

ქრისტე აღდგა!

„დასჯილი ევა განღმრთობილია, გაძევებული ადამი, - მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი, - დაძლეული, ეშმაკი - განგმირული, მისი მსახურნი კი,- სირცხვილეულნი და ძლეულნი“ (წმ.იოანე ოქროპირი).

იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით ყველა ადამიანში დაძლია სიკვდილი, რაც ორ ეტაპად განხორციელდა:

განკაცებისას მან ცოდვის არმქონე სრული ადამიანური ბუნება მიიღო, გაამდიდრა იგი საღმრთო ღირსებებით (კაცობრივი ბუნების თვისებების სრული დაცულობით) და ამ გზით განღმრთობის საშუალება მისცა ყველა ადამიანს.

მეორე საფეხურზე კი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის